ახალი სანიაღვრე სისტემა

2019-01-20 14:29:23

რუსთავში, მარჯვენა სანაპიროზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყო.

მიწისქვეშა გადამცემი კომუნიკაციები აღმაშენებლის გამზირზე დამონტაჟდა.

ე.წ. კოლექტორის დამაკავშირებელი 19 მეტრი სიგრძის გოფრირებული მილი რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა დაამონტაჟეს.