რუსთავში მე-7 მიკრორაიონის პირველი კორპუსის სადარბაზოში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოსახლეობამ დახმარებისთვის სოკარ გაზის თანამშრომლებს მიმართა.
ადგილობრივების ინფორმაციით სადარბაზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის სუნი იგრძნობოდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სოკარის თანამშრომლები, სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მცხოვრებს გაზქურა დარჩა ჩართული, რამაც სამი დღის განმავლობაში, საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია.