რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის რესურს ცენტრში განუცხადეს.
თამარ ხეჩიკაშილის თქმით, სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ კი სისტემატურად დალაგება სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები.
შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენებინათ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.
ამასთანავე, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გამო სწავლა ერთი კვირით იყო გადადებული.