"ინფო რუსთავი" დაინტერესდა ვინ მიიღო საახალწლო დანამატი რუსთავის მუნიციპალიტეტში.
საინფორმაციო სააგენტომ რუსთავის მუნიციპალიტეტს მერიას და საკრებულოს წერილობით მიმართა და აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვა.
"ინფო რუსთავმა" პასუხი კანონით დადგენილ ვადაში წერილობით მიიღო.
ირკვევა რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის დეკემბერის თვეში დანამატი გაიცა საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებზე, ხოლო საკრებულოს არცერეტ წევრზე დანამატი არ გაცემულა.
დანამატი აიღო საკრებულოს ყველა თანამშრომელმა (სულ 32), დანამატის თანხის ჯამურმა ოდენობამ კი 30 800 ლარი შეადგინა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დანამატი აიღო 12 ადამიანმა, თანხის ჯამურმა ოდენობამ 19 000 ლარი შეადგინა.
დანამატი აიღო: სამსახურის უფროსი - 2 ; მერის წარმომადგენელი - 3 ; სამსახურის უფროსის მოადგილე - 1 ; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 2 ; მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 4.