რუსთავში, მე-17 მიკრორაიონის საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე, დაახლოებით 11:00 საათზე ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელს გაუჩნდა, თუმცა, გამათბობელი ე.წ. "საშრობში" იყო განთავსებული და ის საშიშროებას არ წარმოადგენდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 1 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.