მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

2019-01-19 12:32:24

19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთაველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ წყალკურთხევის რიტუალი ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში შეასრულა. ცერემონია ტრადიციულად, საზეიმო წირვის შემდეგ გაიმართა.

წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. მორწმუნეებს, წყლის შენახვა და ავადმყოფობის დროს მიღება, მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ. წყალკურთხევა რუსთავის ყველა ეკლესიაში გაიმართა.