სკოლებისა და ბაღების ღობეების კეთილმოწყობა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით რუსთავში დაგეგმილია რამდენიმე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და ბაღის შემოღობვა:
#7 საჯარო სკოლის შემოღობვის რეაბილიტაცია - 46064 ლარი.
#36 საბავშვო ბაღის შემოღობვის რეაბილიტაცია - 41085 ლარი.
#27 საბავშვო ბაღის შემოღობვის რეაბილიტაცია
#31 საბავშვო ბაღის შემოღობვის რეაბილიტაცია - 43324 ლარი.
#23 საბავშვო ბაღის შემოღობვის რეაბილიტაცია
#33 საბავშვო ბაღის შემოღობვის რეაბილიტაცია - 15694 ლარი.
სპორტული მოედნების მოწყობა და რეაბილიტაცია (ბარნოვის N8; თოდრიას N3; XXI მკრნ-ის N6) – 137 220 ლარი.
ასევე (თბილისის N2; მეგობრობის N2; მეგობრობის N10; ფიროსმანის და კომუნალების გადაკვეთა), რომლისთვისაც გამოყოფილია 208080 ლარი, ხოლო თოდრიის III ჩიხის N1; მესხიშვილის N11-13; მესხიშვილის N16; მეგობრობის N35-37 – 230296 ლარი.
შეგახსენებთ, რომ რეგიონალური განვითარების ფონდიდან სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა 8 700 000-მდე , ხოლო ადგილობრივი ფონდიდან 4 000 000 ლარამდე შეადგენს.