რომელი ლოკაციები განიხილება

2019-01-18 23:24:32

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა ავტობუსების მარშუტთან დაკავშირებით თბილისის მერიას წერილობით უკვე მიმართა.

ადგილობრივი ხელისუფლება თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს მარშრუტების განსაზღვრას სთხოვს.

ცნობილია, რომ რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე სამგზავრო ავტობუსების შემოყვანის საკითხზე მუშაობს. თუ საკითხი დადებითად გადაწყდა ავტობუსები მგზავრებს თბილისში მხოლოდ ერთ ლოკაციაზე მიიყვანს.

მერია ასეთ ადგილებად ისნის და ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას განიხილავს. გადაწყვეტილება კი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა უნდა მიიღოს.