ავტომობილი ხეს დაეჯახა [video]

2019-01-18 21:50:59

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი თოდრიას ქუჩაზე გადაადგილდებოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ახტა და ხეს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.