ინფო რუსთავის მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის 23 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ინტოქსიკაცია 5-მა მოზარდმა მიიღო, ერთი შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა, შუა ხნის ქალი საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელსაც ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირებენ, 4 ადამიანი გარდაიცვალა.
სოკარ ჯორჯია გაზში აცხადებენ,რომ ამ უბედური შემთხვევის შემდეგ გამოძახებები გაიზარდა. მოსახლეობა საცხოვრებელ კორპუსებში გაზდანადგარების შემოწმებას ითხოვს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, პრევენციის მიზნით, აუცილებელია მოსახლეობის კუთვნილი გაზდანადგარების ტექნიკური გამართულობის შემოწმება. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ პირველ რიგში, შეეცადონ ხარისხიანი გამათბობლები იყიდონ და გაზდანადგარი სპეციალისტს დაამონტაჟებინონ.