რუსთავში თოდრიის ქუჩაზე 80 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა, სავარაუდოდ, 13:30 საათზე მოხდა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლებს გვამის გადაყვანის უფლება 5 საათის განმავლობაში არ მიეცათ. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები საკითხთან დაკავშირებით „ინფო რუსთავთან“ კომენტარს არ აკეთებდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიცია ექსპერტს ელოდებოდა და ამიტომ მათ გარდაცვლილის გადასვენების საშუალებას არ აძლევდნენ. ექსპერტი შემთხვევიდან ადგილზე ხუთი საათის შემდეგ მივიდა. გვამს პროზექტურაში გადაასვენებენ და შესაბამისი პროცედურის ჩატარების შემდეგ შეეძლებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მისი გადასვენება. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზეზად გულის შეტევა სახელდება.