2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით დაგეგმილია ქუჩების და ეზოების რეაბილიტაცია კერძოდ: რჩეულიშვილის #18 კორპუსის ეზოს ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაცია. ქალაქ რუსთავში სპორტის ჩიხი და მიმდებარე ეზოების (ფიროსმანის #9, 11, 13, სპორტის ჩიხის #9ა, 11ა, 13ა, 12ა, 14ა, 16ა, სპორტის #4, 6, 8 მშენებელთა #10, 12, 14, 16, 18 ოდიშარიას #23, 25, 27) ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 520 155 ლარი.
გარეჯის ქუჩის გაგრძელებისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის ა/ბეტონის საფარის და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება შეადგენს 2 777 333 ლარს.
ქუთაისის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაციისთვის 267 511 ლარი დაიხარჯება.
გრანელის ქუჩის N7-9-11 და გიორგაძის ქუჩა N8 ტკეჩისკედლებიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული ფასადების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 146 144 ლარი.
ხოლო ჩეხოვის ქუჩა N6-8-8ა-10 და გრანელის ქუჩა N23-25 საცხოვრებელი სახლების დაზიანებული ფასადების რეაბილიტაციისთვის 225 495 ლარია გამოყოფილი.