რუსთავში სად დაამონტაჟეს ახალი საგზაო ნიშნები

2019-01-16 00:59:44

რუსთავში ცენტრალურ ქუჩებზე, საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები დაამონტაჟეს.

ახალი საგზაო ნიშნები რამდენიმე ქუჩაზე განთავსდა თუმცა მძღოლებმა განსაკუთრებული ყურადღება შარტავასა და მეგობრობის გამზირზე დამონტაჟებულ ნიშნებს უნდა მიაქციონ რადგან საავტომობილო მოძრაობა მცირედით შეიცვალა.

საგზაო ნიშანი მძღოლს მიუთითებს რომ იმოძრაონ პირდაპირ. თუ ადრე მეგობრობის და შარტავას გამზირზე, წრემდე არ მისულებს შეგეძლოთ მანევრის მარცხნივ გაკეთება ამჯერად მსგავსი მოძრაობა უკვე შეზღუდულია. წესების დარღვევისთვის მძღოლები 20 ლარით ჯარიმდებიან.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით საგზაო ნიშნები ყველა იმ ადგილზე განთავსდა, სადაც ავტომობილი აფერხებს მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.