მამაკაცი სარეკლამო კონსტრუქციიდან ჩამოვარდა [video]

2019-01-15 20:43:11

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, "მეტრომარტის" სახურავზე განთავსებული სარეკლამო კონსტრუქციიდან 46 წლის მამაკაცი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სავარაუდოდ ფეხი მოიტეხა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, განათებას ცვლიდა, რა დროსაც ფეხი აუცურდა, სამმეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდა და შენობის სახურავზე დაეცა.

დაშავებული შენობის სახურავიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.