რუსთავის ბაღების გაერთიანების განცხადება

2019-01-15 12:51:57

რუსთავის საბავშო ბაღებში არდადეგები არ გახანგრძლივდა, თუმცა ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 21 იანვრის ჩათვლით დასწრება თავისუფალი იქნება.

გთავაზობთ განცხადებას რომელიც რუსთავის ბაღების გაერთიანების ფესიბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ა.ა.ი.პ ,,რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანება“21 იანვრამდე აგრძელებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ფილიალებში თავისუფალი დასწრების რეჟიმით"- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვირუსების გავრცელების გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გამოცხადდა, თუმცა გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბაღებში თავისუფალი დასწრების თარიღმა 21 იანვრამდე გადაიწია.