სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრმა განახორციელა

2019-01-15 12:09:47

რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე საყვავილე თარგებში სეზონური ყვავილები დაირგო.

ფერადი ვიოლების დარგვის პროცესში რუსთავსერვის ცენტრის დირექტორმა გიორგი გოროზია მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ხიდზე საყვავილე თარგების მოწყობის სამუშაოები რუსთავის მერიის ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრმა" განახორციელა, სწორედ აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს მცენარეების მოვლა-პატრონობას.

"რუსთავსერვის ცენტრის’" სასათბურე მეურნეობაში გამოყვანილი სეზონური ყვავილი "ვიოლა" ქალაქში  წრიულ მოძრაობებთან არსებულ გამწვანებებზეც ირგვება.