მშვიდობის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

2019-01-15 11:58:39

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გამო, აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია.

საავტომობილო მიმოსვლის შესასრულებლად მძღოლებს შეუძლიათ ალტერნატიულ გზაზე, დავით გარეჯის ქუჩაზე განახორციელონ მოძრაობა.

მშვიდობის ქუჩაზე ამდროისთვის გზის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების გამო კომპანია ჯარიმაზე იმყოფება. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კომპანიამ სამუშაოების დასასრულებლად 1 თვე მოითხოვა.