"ენერგო-პრო ჯორჯიას" განცახდება

2019-01-14 22:01:44

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება:

11:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, კლდიაშვილის, ფიროსმანის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე. ხოლო 14:00-დან 15:00 საათამდე - გაგარინის, დავით გარეჯის, ქაშაკაშვილის,  ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალას.

11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს  ჭაპალა, რაჭისუბანი, მუხრანა, სავანეთი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.