გრიპის ვირუსი რუსთავში

2019-01-14 18:47:03

რუსთავში, ბავშვთა საავადმყოფოში გრიპის ვირუსით პაციენტების მიმართვიანობამ წინა დღეებთან შედარებით იკლო.

"ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს მორიგე ექიმმა განუცხადა, რომ: -"33 პაციენტია ამდროისთვის საავადმყოფოში. რაოდენობრივად შემცირდა და ისეთი დინება აღარ არის. მომართვიანობა ნაკლებია, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულად. მძიმედ არცერთი პაციენტი არ არის."