დავით კირკიტაძე გამართლდა

2019-01-14 14:27:30

საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო. საქმე ეხებოდა იმ პერიოდზე როდესაც დავით კირკიტაძე ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო, პროკურატურა კირკიტაძეს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სპეცტექნიკის არამიზნობრივ გამოყენებას ედავებოდა რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გირაოც გააუქმა.

ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ - "პროცესი დასრულდა, მოსამართლემ დავით კირკიტაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაიზიარა სრულად, გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა და გაუქმდა აღმკვეთის ღონისძიება რაც შეფარდებული ჰქონდა ამ საქმეზე დავით კირკიტაძეს".

რაც შეეხება მეორე საქმეს, სადაც პროკურატურა დავით კირკიტაძეს პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებას ედავება, სასამართლო პროცესი 12 თებერვალს გაიმართება.