რა ფუნქცია ექნება უკონტაქტო პატრულს.

2017-02-22 14:24:07

ახალი საკანონმდებლო პაკეტი უკონტაქტო პატრულირების დანერგვას ითვალისწინებს, რაც  სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი ექნება, პატრულირებას და ვიდეოდაჯარიმებას გულისხმობს. ასევე შემოდის მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების სისტემა.

მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემ, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ამოქმედდება. 100-ქულიანი სისტემა გულისხმობს, რომ მძღოლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში აღნიშნული ქულები შემცირდება. ქულების განულების შემთხვევაში კი, მართვის მოწმობის მფლობელს მოწმობა გაუუქმდება და მას გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

საკანონმდებლო პაკეტ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უკვე  წარუდგინა.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები სხვადასხვა დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასდა ცვლილებებისადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიასახვასაც ითვალისწინებს. 

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების მიღება, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე მოხდება, ახალი რეგულაციები, მათ შორის მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა და პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩატარება კი, დიდი ალბათობით,  შემოდგომიდან ამოქმედდება.