საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" წარმატება

2019-01-14 14:16:39

დავით პეტრიაშვილის სახელობის ტურნირში, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 3 წელია მართავს,
საფეხბურთო კლუბმა "რუსთავი" მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.

წელს აღნიშნულ ტურნირში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სულ 13 გუნდი მონაწილეობდა.

"რუსთავმა" ჯგუფურ ეტაპზე ერთი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ერთხელ დამარცხდა. საბოლოოდ ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა, 1/4 ფინალურ მატჩში "გაგრასთან" გაიმარჯვა და ნახევარფინალურ შეხვედრაში "დინამო თბილისთან" დამარხცდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "რუსთავმა" დაძაბულ თამაშში თბილისის "ლოკომოტივი" პენალტების სერიაში დაამარცხა და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" პრიზის სახით 5 000 ლარის ოდენობის თანხა გადაეცა.