საქართველოში, დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. რუსთავში, დროშები, ადმინისტრაციულ შენობებზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზე გამოიფინა.
ჰერალდიკის საბჭო განცხადებაში წერს და მოუწოდებს მოქალაქეებს 14 იანვარს, პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმოართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.