ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. [ვიდეო/video]
თვითმხილველების ინფორმაციით, ნისანის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში 4 გოგონა იმყოფებოდა, მათგან სამედიცინო დახმარება ექიმებმა ადგილზე მხოლოდ ერთს გაუწიეს. ოთხივეს მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში მათი გადაყვანა საჭირო არ გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.