"კამაზი" გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

2019-01-13 15:32:53

რუსთავი-თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით,  მაგისტრალზე "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებდნენ.

ამდროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.