რუსთავის მერია რუსთავი–თბილისის მიმართულებით ალტერნატიული ტრანსპორტის შემოყვანის საკითხზე აქტიურად მუშაობს, - ამის შესახებ ირაკლი ტაბაღუამ ინფო რუსთავის გადაცემაში განაცხადა.
ქალაქის მერმა გადაცემაში free live ავტობუსების შემოყვანის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ამ მხრივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
მისი, თქმით შესაძლოა რუსთავიდან თბილისამდე ავტობუსით მგზავრობა იყოს ფასიანი, ხოლო შემდეგ, დანიშნულების ადგილამდე მგზავრებმა უფასოდ იმგზავრონ. "შეხვედრებიდან გამომდინარე ყველა აანონსებს თავის მოსაზრებას. კომპანიამ, ვისთანაც გვქონდა შეხვედრა, თქვა, რომ ავტობუსის ფასი ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე შეიძლება იყოს 1.40 ან 1.50 მაგრამ იქნება ცალკე პაკეტი, რომელსაც მეტროსთან და სამარშრუტო ტაქსთან ექნება ხელშეკრულება გაფორმებული და მგზავრს შეეძლებათ ბარათით, რომლითაც რუსთავიდან თბილისამდე იმგზავრეს დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ უფასოდ", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.