რუსთავის აფთიაქებში "ტამიფლუ" ჯერ-ჯერობით კიდევ არ არის, თუმცა ა(ა)იპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში ნებისმიერ ადამიანს, რეცეპტის ქონის შემთხვევაში შეუძლია ტამიფლუს 10 ტაბლეტი უფასოდ მიიღოს.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორი დავით ბეგაძე აცხადებს, მედიკამენტი ქალაქის სააფთიაქო ქსელებში კერძოდ კი "ფარმადეპოში" მალე შემოვა, მანამდე კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია პრეპარატის მისაღებად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიაკითხოს.
ჩვენი ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელის "ავერსის" მეგობრობის ფილიალში 3 საათისთვის უკვე მიიღეს "ტერაფლუს" მარაგი.