ტაბაღუა: იყო შეცდომები, მაგრამ...

2019-01-13 12:56:59

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ერთი წლის განმავლობაში, მერიის სამსახურების და მათი ხელმძღვანელების მუშაობა ინფო რუსთავის გადაცემაში შეაფასა.

მერის განცხადებით, ყველაზე კარგად მერიის საფინანსო სამსახურმა იმუშავა: -"მერიის საფინანსო სამსახურმა, სირთულიდან გამომდინარე კარგად იმუშავა, თუმცა ბატონ ლევანმაც ბევრი შეცდომები დაუშვა, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ გაქვს იმდენი დრო, რომ ყოველ წუთს, ყოველ წამს, რაღაც საკითხებს სდიო. ის შენიშვნები და ის მიმართულებები, რაც შეიძლება პრევენციის სახით ყოფილიყო და არ დაეშვა, დაუშვა, მაგრამ მთავარი ის არის რომ მიხვდები და იცი რა როგორ უნდა გააკეთო."- განაცხადა ქალაქის მერმა.