ინდუსტრიული ჰაბი რუსთავში

2019-01-13 00:54:47

ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ კანადური KAMCON INVESMENTS – ი რუსთავში ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობას გეგმავს.

ინდუსტრიული ჰაბი, ლოჯისტიკური ცენტრი და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა ინდუსტრიულ ზონაში, აზოტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 400 ჰა მიწის ფართობზე იგეგმება.

როგორც ინფო რუსთავმა გაარკვია უშუალოდ საწარმოო დანიშნულებისათვის ათვისებული იქნება აღნიშნული მიწის ფართობის 75%,  ხოლო დარჩენილი არეალი  მუშა-მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გამოიყენება.

პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დასაქმდება 4000-ზე მეტი ადგილობრივი. მშენებლობის პროცესში კი გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, განხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებისათვის.

პროექტის დეტალები 15 იანვარს, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.