საქართველოში პირბადეები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში ე.წ "ღორის გრიპით" დავადებულთა რაოდენობა გაიზარდა.
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ატარონ პირბადე რადგან ეს ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს.
"ინფო რუსთავი"-ს ობიექტივში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ შენობებში პირბადით გადაადგილდებიან.