2019-01-12 12:22:49
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე "მერსედესის" მარკის მანქანა დაიწვა.
ცეცხლი ავტომობილის ძრავს გაუჩნდა და მანქანის წინა ნაწილი მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველოს ეკიპაჟები.