"პირბადე ვერსად ვერ ვიყიდე"

2019-01-12 22:20:02

რუსთავში პირბადეების დეფიციტია.

რუსთაველები რუსთავში პირბადეების შეძენას ვერ ახერხებენ. როგორც ადგილოვრივი მცხოვრებლები ინფო რუსთავთან ყვებიან, აფთიაქებში პირბადეები არ აქვთ.

"ინფო რუსთავმა" ინფორმაცია რამდენიმე მსხვილ სააფთიაქო ქსელში: "ავერსში", "პეესპეში",  "ჯიპისიში" და შპს "ემ ფარმა"- ში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ პირბადეები დეფიციტშია და არ იციან თუ როდის შეივსება სააფთიაქო მარაგი პირბადეებით.

ადგილობრივები ინფო რუსთავს უყვებიან, რომ პირბადეების შესაძენად ისინი დედაქალაქში მიდიან.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, ატარონ პირბადე რადგან ეს ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს.

მთელს ქვეყანში პირბადეები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ე.წ "ღორის გრიპით" დავადებულთა რაოდენობა გაიზარდა.