მერმა მატარებლით სტუდენტებთან ერთად იმგზავრა

2019-01-12 12:09:28

ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველ სტუდენტებთან ერთად რუსთავი-თბილისი მიმართულებით მატარებლით იმგზავრა.

რუსთავის მერმა საზოგადოებას ალტერნატიული ტრანსპორტით გადაადგილებისკენ მოუწოდა და პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

"ამ ყველაფერს პირველ რიგში სჭირდება მგზავრთა ნაკადის შესწავლა, კომფორტის შექმნა, რკინიგზის სადგურის მინიმალური კეთილმოწყობა. რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი უზრუნველჰყოფს იმ საათებში რუსთაველი სტუდენტების გადაადგილებას, როდესაც რკინიგზიდან მატარებლის გასვლის დრო იქნება ", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.