2019 წლის პროექტების განხილვა

2019-01-11 14:42:31

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერიის მოადგილემ სამშენებლო კომპანიებს  2019 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

2019 წლის პროექტებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. რეგიონალური განვითარების ფონდიდან სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა  8 700 000-მდე , ხოლო ადგილობრივი ფონდიდან 4 000 000 ლარამდე  შეადგენს. სულ დაგეგმილია 50-მდე პროექტი.

შეხვედრაზე ქვემო ქართლის გუბერნატრომა კომპანიებს მეტი პასუხისმგებლობისკენ, აქტიურობისკენ  მოუწოდა.

"დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შევხვდით სამშენებლო კომპანიებს, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით რომლის გამოცხადებასაც უახლოეს დღეებში გეგმავს რუსთავის მერია. ჩვენ წინასწარ ვხდებით კოპმანიებს, რათა მათ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ჩვენი მხრივ კომპანიებს აღუთქვით ჯანსაღი თანამშრომლობა. ვთვლი, რომ იყო სასარგებლო შეხვედრა ", -განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

RUSTAVI