"რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა"

2019-01-10 00:19:07

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი.

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ნატო თოფურიას ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ამბულატორიულ დახმარებას 45-მდე მოზარდს უწევენ. როგორც ბავშვთა საავადმყოფოში ინფო რუსთავს განუცხადეს, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული.

ექიმების განცხადებით, პაციენტები ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და პირღებინებით აკითხავენ. მათივე ინფორმაციით, ბავშვთა საავადმყოფოში, მნახველების შესვლა შეზღუდულია.