"ტამიფლუ" რუსთავში ისევ დეფიციტშია
2019-01-10 22:57:51

ქვეყანის მასშტაბით აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგი 10 იანვრიდან უნდა შევსებულიყო, თუმცა

პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება ქალაქში არ არის.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა რუსთავის სააფთიაქო ქსელებში აღნიშნული მედიკამენტის მარაგით. ჩვენ შემოვიარეთ ქალაქის მასშტაბით აფთიაქები და პრეპარატის რამდენიმე ტაბლეტი დარჩენილი მხოლოდ სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოს" ერთადერთ ფილიალში დაგვხდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ხვალ საქართველოში “ტამიფლუს” საკმაოდ დიდი პარტია შემოდის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.

შეგახსენებთ, რომ უფასოდ "ტამიფლუს" მისაღებად აუცილებელია, რომ ადგილზე მოქალაქემ წარადგინოს ექიმის დანიშნულება (ფორმა 100) და მისი ღირებულება 100 ლარამდეა.