"ინტერტრანსის" მძღოლები მზად არიან 1 თებერვლამდე რუსთავ-თბილისის მიმართულებით იმოძრაონ ძველი ტარიფით, რომელიც 1,50 ლარს შეადგენს.
ისინი მოუწოდებენ მერიას კომისიის შექმნისკენ და სამხარაულის ექსპერტის ბიუროს მოწვევისკენ, რათა 20 დღის ვადაში, 1 თებერვლამდე მგზავრობის ფასი დადგინდეს, მანამდე კი ძველი ტარიფით განაგრძობენ მგზავრთა გადაყვანას.