"ავტობუსის საჭესთან ქალია" [photo]

2019-01-09 22:54:17

ფეისბუქზე Nina Sky Grey ფოტოებს ავრცელებს და წერს რომ - "ფოტოზე კიდე კარგად არ ჩანს, ისეთი ფარფატა ვიზუალი ქონდა, ნაზი და ქალური. ფრჩხილებზე ყვითელი ლაქი ესვა და მოკლედ ძაან შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ".

ფოტოები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ გოგონა რომელიც ავტობუსს მართავდა მგზავრები უკვე რამდენიმე თვეა წერეთლის ქუჩიდან ზაჰესის მიმართულებით გადაჰყავს. ჩვენი ინფორმაციით ამ დროისთვის თბილისში, ავტობუსის, მხოლოდ 2 მძღოლია მდედრობითი სქესის. ქალაქის მერია ცდილობს რომ გენდერული ბალანსი გაათანაბროს და ქალ მძღოლებს პერდიოდულად გასაუბრებაზე იწვევს, მათ ერთ თვიანი გამოსაცდელი პერიოდი ეძლევათ და შემდეგ უკვე შტატიანი თანამშრომლები ხდებიან. სწორედ ასეთ გადამზადებას, იანვრის თვეში 10 ქალი მძღოლიი გადის.

ავტობუსის მძღოლის ანაზღაურება 1000 ლარია ხოლო სამუშაო გრაფიკი თვეში 2 კვირა.