"ამდენი არასდროს არ დამიხარჯავს"

2019-01-05 22:23:05

"ინფო რუსთავს" რუსთაველების ის ნაწილი დაუკავშირდა ვისაც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია"-სგან ელექტროენერგიის გადასახადი მიუვიდა და გადასახადი გაზრდილი მოეჩვენათ.

"ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ვცხოვრობ ოჯახთან ერთად უკვე 5 წელია, დენის გადასახადი მომივიდა და გაოცებული დავრჩი, ამდენი არასდროს არ დამიხარჯავს. დაახლოებით 20-დან 30 ლარამდე მაქვს ხოლმე გადასახადი, ახლა კი თითქმის 3-ჯერ მეტი მომივიდა", - განაცხადა ერთერთმა აბონენტმა.

მსგავს წერილებს წერდნენ "ინფო რუსთავს" და გვთხოვდნენ რომ დეტალები გაგვერკვია. "ინფო რუსთავი" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ - "ტარიფი რაც იყო ბუნებრივია იგივეა ახლაც და მომხმარებელს იგივე თანხის გადახდა უწევს. თუ რომელიმე აბონენტს სურს ინდივიდუალურად გაერკვეს მას შეუძლია ეწვიოს იმ ფილიალს რომელიც ემსახურება და აუცილებლად დაეხმარებიან დეტალების დაზუსტებაში."