რუსთავის №6 და №40 საბავშო ბაგა-ბაღებში, ენერგოეფექტური რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. კეროდ, აღნიშნულ ბაგა-ბაღებში გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემები, გამწოვი სავენტილაციო სისტემები და ენერგოეფექტური ფანჯრები დამონტაჟდა, გარდა ამისა, ორივე ბაღის კედლების, სახურავისა და სარდაფის ჭერის მინერალური ბამბით დათბუნება განხორციელდა. აღნიშნული ფილიალები ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.
სამუშაოები „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ( №6, №40, №41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულება 808 765 ევროა, აქედან რუსთავის მერიის წილი 162 238 ევროს შეადგენს. №41 ბაგა-ბაღის ენერგოეფექტურობის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ზაფხულში განხორციელდება. პროექტს ევროკავშირი, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრი და რუსთავის მერია ახორციელებს.