ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა მძღოლებთან ერთად გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართა.
მძღოლები ამბობენ, რომ, მერის განცხადებამ, მოსახლეობას, რომ მოუწოდა არ გადაეხადათ გაზრდილი ტარიფი, ხალხისა და მძღოლების დაპირისპირება გამოიწვია. ამ დაპირისპირების გამო მძღოლები ანერვიულებულები არიან და მათი გადაადგილება უკვე საფრთხეს წარმოადგენს. მათივე თქმით, ისინი არ აპირებენ ფასის დაწევას და მოსახლეობას ახალი ტარიფით მოემსახურებიან.
პროფკავშირების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ კი კომპანია არის დამნაშავე და უკანონოდ გაზარდა ფასი, ამისთვის არსებობს სასამართლო და შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.