ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე.
ერთმანეთს "ოპელის" მარკისა და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.