საკრებულოს სხდომის დასრულების შემდგომ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სატრანსპორტო რეზერვის არსებობაზე ისაუბრა, რომელიც მოსახლეობის გადაადგილებას უზრუნველყოფს იმ შემთხვევაში თუ მძღოლების პროტესტი კვლავ გაგრძელდა და ისინი ისევ უარს განაცხადებენ ძველი ტარიფით სარგებლობაზე.
"მუნიციპალიტეტი გააჩენს რეზერვს. მიმდინარეობს მოლაპარაკება, არის მზაობა როგორც სხვადასხვა კომპანიების და ასევე შესაბამისი მუნიციპალური ტრანსპორტის კუთხით. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ რეზერვს", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ირაკლი ტაბაღუამ.