პოლიციის ახალი შენობა რუსთავში

2019-01-12 13:28:00

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში პოლიციის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. შენობა ორსართულიანი იქნება, პროექტის მიხედვით ობიექტს ექნება საკუთარი პარკინგი.