გადაიდება თუ არა სწავლის პროცესი

2019-01-08 11:50:51

ააიპ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს:

"15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში გამოცხადებულია თავისუფალი დასწრება ასევე, თავისუფალი დასწრების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 7 საპატიო გაცდენის უფლებით იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე".

თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.