საჩუქარი მოხუცებს და ბავშვებს

2019-01-07 18:11:05

ქალაქის მერმა, გუბერნატორმა და თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები და ბავშთა სახლის ბინადრები მოინახულეს და მათ  შობის დღესასწაული მიულოცეს.

"დილიდან შევუერთდით ალილოს მსვლელობას, მოვინახულეთ პირველი ახალშობილები და ბოლოს მოვედით ჩვენს ხანდაზმულ ბებია-ბაბუებთან",- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

"ჩვენ დღევანდელი ბრწყინვალე დღესასწაული მცირედი ნობათით მივულოცეთ ხანდაზმულებს და შემდგომ ბავშთა სახლის ბენეფიციარებს. დიდ მადლობა ბავშვებს და მათ პედაგოგებს ამ გულითადი სითბოს გაზიარებისთვის", -განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.