არის თუ არა "ტამიფლუ" რუსთავში

2019-01-08 10:26:48

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებით და მედიკამენტ "ტამიფლუთი" უკვე უზრუნველყოფილია საქართველოს ქალაქები.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა რუსთავის სააფთიაქო ქსელებში აღნიშნული მედიკამენტის მარაგით. ჩვენ შემოვიარეთ ქალაქის მასშტაბით აფთიაქები და პრეპარატის რამდენიმე ტაბლეტი დარჩენილი მხოლოდ სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოს" ერთადერთ ფილიალში დაგვხდა.

ქვეყანის მასშტაბით აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგები 10 იანვრიდან შეივსება. მანამდე კი პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, 6 იანვრიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ იყიდება.

შეგახსენებთ, რომ უფასოდ "ტამიფლუს" მისაღებად აუცილებელია, რომ ადგილზე მოქალაქემ წარადგინოს ექიმის დანიშნულება (ფორმა 100) და მისი ღირებულება 100 ლარამდეა.