საავადმყოფოში პაციენტების ნაკადი არ წყდება

2019-01-07 10:14:13

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის, გრიპისთვის დამახასიათებელი კლინიკური მოვლენებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ამჟამად მკურნალობას 35 პაციენტი გადის - ამის შესახებ ინფო რუსთავის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს სამედიცინო დაწესებულებას 54-მა ადამიანმა მიმართა, საიდანაც 35 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ექიმების განცხადებით, პაციენტები ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და პირღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.

შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, კარანტინი გამოცხადდა.