ფილტრიან სიგარეტზე ფასი გაიზარდა

2019-01-06 16:59:35

1-ლი იანვრიდან სიგარეტის ფასი საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა.

რუსთავის სხვადასხვა მაღაზიაში ფასი სიგარეტის თითქმის ყველა სახეობაზე 50 თეთრით გაძვირდა.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, თუ რომელ სიგარეტებზეა რუსთავის მაღაზიებში უფრო მეტი მოთხოვნა და გაძვირდა თუ არა ისინი:

ერთი კოლოფი "მალბოროს" ფასი 4,50 ლარიდან 5 ლარამდე გაიზარდა, "პარლამენტის" ფასი 5,30 ლარიდან 5,80 ლარამდე, ასევე 50 თეთრით გაძვირდა "სობრანიე", რომლის ამჟამინდელი ფასი 5,80 ლარია. ერთი კოლოფი "ვინსტონის" ფასი კი 4,30 ლარიდან, 4,80 ლარამდე გაძვირდა.

თამბაქოს ფასის ზრდა, გამოიწვია საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა. 1-ლი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რის შედეგადაც, კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ.