რას აცხადებს ირაკლი ტაბაღუა

2019-01-05 18:16:29

გასული წლის ნოემბრის თვეში, რუსთავის მერიამ, რუსთავ-თბილისის მიმართულებით, მგზავრების ავტობუსებით გადაყვანის საკითხე თბილისის მერიას წერილობით მიმართა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ - "ჩვენ ნოემბრის თვეში, თბილისის მერიას მივმართეთ, M3 კატეგორიის ავტობუსებთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩართულები არიან, გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, უკვე დაახლოებით 3 სამუშაო შეხვედრა გავმართეთ მერიის შესაბამის სტრუქტურებთან. შეხვედრა გავმართეთ აგრეთვე იმ კომპანიასთან, რომელი კომპანიაც კვლევას აწარმოებს ტრანსპორტის კუთხით თბილისში და ბოლო შეხვედრა გვქონდა გუშინ, სადაც სავარაუდო სამარშრუტო, პუნქტი განისაზღვრა, რომელიც ოფიციალურად წარგვედგინება რუსთავს".

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით აღნიშნული საკითხის განხილვა თბილისის მთავრობამ უკვე დაიწყო. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია "სისტრა"-სთან სხვადასხვა დეტალების შეჯერება, რის შემდეგაც დადგინდება მარშრუტი. კონკრეტულად კი დადგინდება რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და ასევე დედაქალაქში გადაადგილების გზის ის ტრაექტორია სადაც ავტობუსი გაივლის. თუ რუსთავის მერია და თბილისის მერია შეთანხმებას მიაღწევენ შემდეგ უკვე რუსთავის მერია M3 კატეგორიაზე სავარაუდოდ ტენდერს გამოაცხადებს.